რუსეთში, ციმბირში ქალაქ გორნიში მდებარე სამხედრო ბაზაზე რუსმა ჯარისკაცმა სამხედრო პირებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც 8 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სროლის შედეგად კიდევ ორი ჯარისკაცი დაშავდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 6 წვევამდელია.
დამნაშავეც, სავარაუდოდ, წვევამდელი იყო, რომელიც სამხედრო ბაზას იცავდა.
რუსულ მედიაში წერენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის უკვე დააკავეს.
შემთხვევა დღეს, 25 ოქტომბერს 6:20 საათზე მოხდა.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)