ადელი და ნიკი მინაჟი

ადელი და ნიკი მინაჟი სიმღერას ერთად ჩაწერენ

ადელი და ნიკი მინაჟი სიმღერას ერთად ჩაწერენ. ამის შესახებ ნიკი მინაჟმა თავისი ტანსაცმლის ხაზის, Fenti Prints On-ის წარდგენის შემდეგ თქვა.

"დიახ, დიახ, დიახ, დიახ", - უპასუხა ნიკი მინაჟმა Entertainmet Tonight-ის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ იგეგმებოდა მისი და ადელის კოლაბორაცია მომავალში.

მისივე თქმით, მათი საერთო პროექტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.

"ადელმა დამაფიცებინა რომ ამ ყველაფერს საიდუმლოდ შევინახავდი და არავის ვეტყოდი, რომ მასთან ერთად ვმუშაობ. თუმცა, ჩვენ უკვე გადავიღეთ ვიდეო და სიმღერაც ეპიკურია", - თქვა ნიკი მინაჟმა.

კომენტარები