ადელი და ნიკი მინაჟი

ნიკი მინაჟი: ადელთან კოლაბორაციაზე ლაპარაკისას სარკასტული ვიყავი

NME.com

ნიკი მინაჟის თქმით, გუშინ ადელთან კოლაბორაციის შესახებ ლაპარაკისას სარკასტული იყო და ხუმრობდა.

ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა და თან, ყველა იმ მედიის ლინკი გააზიარა, რომლებმაც მისი და ადელის კოლაბორაციის შესახებ დაწერეს.

"ღმერთო ჩემო, ხალხო, მეგონა მიხვდებოდით რომ სარკასტული ვიყავი. ახლა უნდა წავიდე ადელის სტუდიაში და რაღაცები მოვიპარო. ვინ არია დიდ ბრიტანეთში? თქვენთის საქმე მაქვს", - დაწერა ნიკი მინაჟმა.

გუშინ, ნიკი მინაჟმა, ტანსაცმლის საკუთარი ხაზის წარდგენის შემდეგ Entertainment Tonight-ს უთხრა, რომ ადელთან ერთად სიმღერას ჩაწერს, ვიდეო კი უკვე ჩაწერილია.

კომენტარები