თსუ

თსუ: LMS.TSU.GE-ს აპლიკაცია არალეგალური მობაილ აპლიკაცია, უნივერსიტეტს არ ეკუთვნის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მოუწოდებს, არ გადმოწერონ LMS.TSU.GE-ს აპლიკაცია, რომელიც Google Play-სა და App Story-ზეა ხელმისაწვდომი და არ შეიყვანონ პირადი მონაცემები.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული არალეგალური მობაილ აპლიკაცია უნივერსიტეტს არ ეკუთვნის.

"გატყობინებთ, რომ აღმოჩენილია LMS.TSU.GE-ს არალეგალური მობაილ აპლიკაცია, რომელიც განთავსებულია Google Play-სა და App Story-ზე.

აღნიშნული აპლიკაცია არ ეკუთვნის უნივერისიტეტს. გთხოვთ, არ გადმოტვირთოთ აპლიკაცია მობილურ ტელეფონში და არ შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუშაობს აღნიშნული საკითხის", - წერია თსუ-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

კომენტარები