ვითარება საავტომობილო გზებზე

სვეტიცხოვლობის გამო მცხეთის ქუჩების ნაწილზე მოძრაობა და პარკირება შეიზღუდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდა.

კერძოდ:

  • 13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, დაიკეტა დავით აღმაშენებლის ქუჩა;
  • 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალა მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე.

შსს-ში ამბობენ, რომ მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.

უწყების ინფორმაციითვე, მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

კომენტარები