მსოფლიო

Johnson&Johnson-ს კომპენსაციის სახით 8 მილიარდი დოლარის გადახდა დაევალა

ფილადელფიის სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ფარმაკოლოგიურ გიგანტს, Johnson&Johnson-ის, კომპენსაციის სახით დაზარალებულისთვის 8 მილიარდი დოლარის გადახდა დაევალა. 

საქმე ეხება, კომპანიის წარმოებულ პრეპარატ Risperdal-ს, რომლის მოხმარების შედეგად მერილენდის მაცხოვრებელს, ნიკოლას მიურეის გინეკომასტია განუვითარდა, რაც მკერდის ზომის ზრდას გულისხმობს. 

სასამართლო განხილვების დასაწყისში საუბარი იყო 1,7 მილიონ დოლარზე იყო. მოგვიანებით თანხა კიდევ უფრო შემცირდა, თუმცა საბოლოოდ სააპელაციო სასამართლომ კომპანიას 8 მილიარდი დოლარის გადახდა დაავალა. 

კომპანიაში გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო განაჩენს შეცვლის. 

კომპანიის წინააღმდეგ რამდენიმე ათასი სასამართლო საქმე მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთ საქმეზე ოკლაჰომას სასამართლომ კომპანია 572 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

კომენტარები