სალომე ზურაბიშვილი

პრესსამსახური: პრეზიდენტი მიესალმება თბილისში უროლოგთა რეგიონული კონგრესის ჩატარებას

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება თბილისში უროლოგთა პირველი რეგიონალური კონგრესის ჩატარებას.

"საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და კავკასია-ცენტრალური აზიის ქვეყნების უროლოგთა პირველ რეგიონულ კონგრესს, მხარს უჭერს ასეთ მასშტაბურ ინიციატივას და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივები ხელს შეუწყობს რეგიონული მასშტაბით თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას და საქართველოში ამ დარგის კიდევ უფრო განვითარებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება", - წერს პრეზიდენტის პრესსამსახური.

პრესსამსახურის ცნობიით, კონგრესი რვა ქვეყნის მიერ ერთობლივარ ჩატარდა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ "ევროპის წამყვანი სპეციალისტები: ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან".

"კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია კონგრესის მონაწილეთათვის იმ სამედიცინო სერვისებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობა-შეთავაზება, რომელიც დღეისათვის კავკასია-ცენტრალური აზიის ქვეყნებს  შორის სწორედ საქართველოშია გამორჩეულად განვითარებული", - წერს პრეზიდენტის პრესსამსახური.

შეგახსნებთ, რომ გუშინ რადიო თავისუფლების მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან გაირკვა, რომ პრეზიდენტმა არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში მსჯავრდებული შეიწყალა. დღეს, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ აქვს.

კომენტარები