ილია ჯიშკარიანი

კილაძე ოცნების დეპუტატის მიმართ ბრალდებაზე: სასწრაფოდ არის სიმართლე გასარკვევი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანამშრომლის განცხადებას, რომ დეპუტატმა მასზე ფიზიკურად იძალადა და გაუპატიურება სცადა, შემაშფოთებელს უწოდებს. 

"შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია. სასწრაფოდ არის სიმართლე გასარკვევი. ბუნებრივია, დაუშვებელია ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა"- წერს სოფო კილაძე facebook-ზე

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, თანამშრომელმა ქალმა თამთა თოდაძემ სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თოდაძემ მთავარ არხთან ისაუბრა. 

ჯიშკარიანის თანაშემწე ყვება, რომ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ოფისში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და თანაშემწესთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. როგორც ქალი ყვება, უარის მიღების შემდეგ, ჯიშკარიანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მობილური ტელეფონი დაუფშვნა

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: მუხლი 126 - ძალადობა; მუხლი 138 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება; მუხლი 187 - ნივთის დაზიანება ან განადგურება.

კომენტარები