ცნობილი ადამიანები

გავრცელებული ინფორმაციით, კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი დაშორდნენ

ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი ფილმის პრემიერაზე

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი დაშორდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკანასკნელად წყვილი ერთად 27 აგვისტოს, ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა, ამის შემდეგ კი მათ შორის უთანხმოება დაიწყო.

გარდა ამისა, ასევე იწერება რომ ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ქორწილში კაილი ჯენერი ტრევის სკოტის გარეშე იყო, სწორედ იმიტომ რომ ისინი ერთად აღარ არიან.

კაილი ჯენერს ტრევის სკოტთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელებში 10 სექტმებრის შემდეგ აღარ დაუდია. მან ინსტაგრამზე ჟურნალ ფლეიბოის ფოტოსესიისად ერთ-ერთი ფოტო გაააზიარა.

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან და საერთო ქალიშვილი სტორმი ყავთ. მათ ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები