გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს 1-ელი ოქტომბერია. 2012 წელს ქართველმა ხალხმა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ, რომლის შედეგებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომლის შედეგების და მიღწევების გამოხატვაა ის, რომ ასე ღიად ვსაუბრობთ ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და ვთვლით, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა. პირველ რიგში, მინდა მივულოცო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულწრფელად იღებდა მაშინ მონაწილეობას სამოქალაქო აქტივობებში. ასევე ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ასეთი გამარჯვებები ჩვენ ყველას კიდევ ბევრი გვექნება
ქართული ოცნება
გახარია: 2012 წელს, ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ
tbl.ge/425e
დაკოპირდა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან თქვა. 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




