კვენტინ ტარანტინო

კვენტინ ტარანტინო ჰოლივუდური ფილმებით იმედგაცრუებულ ადამიანზე წიგნს წერს

მარტინ სკორსეზესთან საუბრისას, რეჟისორთა გილდიის ჟურნალისთვის, კვენტინ ტარანტინომ აღნიშნა, რომ ბოლო ფილმის "ერთხელ ჰოლივუდში" დასრულების შემდეგ, ცოტა ხნით კინოსგან შესვენება გადაწყვიტა და ამჯერად მხატვრულ ლიტერატურაში გამოსცდის საკუთარ თავს. რეჟისორის თქმით, ის მუშაობს წიგნზე, რომლის მთავარი გმირი კინემატოგრაფითიმედგაცრუებულია. 

"ახლა წიგნს ვწერ და ერთი პერსონაჟი მყავს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გადარჩა, სისხლისღვრა ნახა და აი სახლში დაბრუნდა, 1950 წელია და ფილმები მას გულთან ახლოს ვეღარ მიაქვს." თქვა ტარანტინომ. "იმ ყველაფრის მერე რაც გადაიტანა ისინი მისთვის ბავშვური გასართობია. მისთვის ჰოლივუდური ფილმები არაფერი განსაკუთრებულია. და ასე იგებს ის უცხოელ რეჟისორებზე კუროსავასა და ფელინიზე. და პერსონაჟი ფიქრობს "იქნებ მათ ფილმებში იქნება რაღაც ამ ჰოლივუდურ ტყუილზე მეტი? და ასე იწყებს მათი ფილმების შესწავლას. ზოგი მოსწონს, ზოგი-არა, ზოგი უბრალოდ არ ესმის, მაგრამ იცის, რომ რაღაც ნამდვილს უყურებს."

"ასე რომ, ახლა მშვენიერი შესაძლებლობა მაქვს, ჩემი პერსონაჟის თვალით ვნახო ხელმეორედ ან სულაც პირველად ის ფილმები, რომლებზეც ბევრი მსმენია." დაამატა რეჟისორმა. 

ივლისში, ტარანტინომ შეახსენა მსოფლიოს, რომ კინემატოგრაფის მისატოვებლად მზად არის. რეჟისორმა განაცხადა, რომ სხვა რამეზე უნდა გადართვა. მაგალითად - წიგნების წერასა თუ სპექტაკლების დადგმაზე. 

კომენტარები