პარიზის მოდის კვირეული

9 წლის მოდელი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა

9 წლის გოგო, სახელად დეიზი, რომელსაც ორივე ფეხი, თანდაყოლილი დეფექტის გამო ამპუტირებული აქვს, პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა.

დეიზი Lulu et Gigi-ს კოლექციის წარდგენისას გამოჩნდა ჩვენებაზე.

იგი პირველი მოდელია, რომელსაც ორივე კიდური ამპუტირებული აქვს და პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა.

გოგონამ სამოდელო კარიერა 18 თვის წინ დაიწყო. იგი უკვე თანამშრომლობს ბრენდებთან, როგორიცაა NIKE, River Islands, Matalan და სხვა.

კომენტარები