იტალია

იტალიელი შეფ-მზარეული, რომელიც მარიხუანას საშუალებით ახალ გემოებს ეძებდა, დააკავეს

იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე ცნობილი შეფ-მზარეული, კარმელო ჩიარამონდე დააკავეს. მის სახლში სამართალდამცავებმა 1 კილოგრამი ინდური კანაფი და 2 ძირი მარიხუანა აღმოაჩინეს.  

შეფ-მზარეულის სახლისან კანაფის შემცველი ღვინო, ზეთისხილი და ყავა ამოიღეს. როგორც ჩიარამონდემ პოლიციას უთხრა, ის "ახალ გემოებს" ეძებდა.  

50 წლის შეფმზარეული სასამართლოდან გაათავისუფლეს.  

კარმელო ჩიარამონდე სიცილიური აგრარული კულტურის ტრადიციების შესახებ კულინარიული ტელეგადაცემის წამყვანია. 


ფოტო: CARABINIERI CATANIA

კომენტარები