ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ოღასკური ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
ქუთაისში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სტიქიის შედეგად 60-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა.
ქუთაისის მერიაში წყალდიდობასთან საბრძოლველად საგანგებო შტაბი შეიქმნა.