ჯავახეთის ეროვნულ პარკში რეინჯერმა ვარდისფერი ფლამინგო იპოვა. დაცული ტერიტორიების სააგენტო აღნიშნავს, რომ ვარდისფერი ფლამინგო ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს.
"სავარაუდოდ, ის გადაფრენისას, ჯგუფს ჩამორჩა. ფლამინგო პარკის რეინჯერმა გაგიკა მიკოსიანმა აღმოაჩინა და მას დახმარება გაუწია. ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის წარმომადგენელი 2016 წელსაც შენიშნეს" - აცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტო.





