The Beatles

პოლ მაკკარტნი: ჯონ ლენონი ხშირად მესიზმრება

ჯონ ლენონი და პოლ მაკკარტნი
Independent.co.uk

ლეგენდარული ჯგუფის Beatles-ის წევრმა, სერ პოლ მაკკარტნიმ სტივენ კოლბერტის შოუში თავისი და ჯონ ლენონის ურთიერთობაზე ისაუბრა.

მომღერლის თქმით, ის ჯონ ლენონზე ხშირად ფიქრობს.

"ბევრი საუბრობდა, რომ მე წინააღმდეგობრივი ვიყავი და მე და ჯონს არ გვქონდა კარგი ურთიერთობა. ჩემთვის ეს საუბრები ნაწილობრივ მისაღებია.

მე მასზე სიზმრებს ვნახულობ. როდესაც ასეთი ურთიერთობა გაქვს დიდი ხნის განმავლობაში, ასეთი ღრმა ურთიერთობა... მიყვარს როდესაც ადამიანები მოდიან ჩემთან სიზმრებში. ხშირად მესიზმრება ჯგუფი. ასევე, ხშირად მესიმზრება ჯონ ლენონი" - თქვა მაკკარტნიმ.

ჯონ ლენონი და პოლ მაკკარტნი Beatles-ში ერთად მოღვაწეობდნენ და მათ ბევრი ძალიან ცნობილი სიმღერა აქვთ ერთად ჩაწერილი.

კომენტარები