მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულებები აქვთ. აქვთ სამშენებლო კომპანია, რაღაც ერთ გზას დააგებენ, "ჯიპს" იყიდიან და ამით ჰგონიათ, რომ “ვსო,” უკვე მაგარი კომპანია აქვთ, აწყობილი აქვთ ყველაფერი. მიდის მერე პირამიდებით, რაღაცეებს მაიმუნობენ, სამუშაოს ვერ შეასრულებს, მერე ვინ არის დამნაშავე?! საზოგადოებას არ აინტერესებს კონტრაქტორია დამნაშავე თუ ვინმე სხვა. პასუხისმგებელი ხარ შენ - დედაქალაქის მერია და შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები, იმის გამო რომ სამუშაოები ვერ დამთავრდა დროულად. დაიბარეთ ორივე კომპანია და მიეცით ბოლო გაფრთხილება.
tbl.ge/41h4
დაკოპირდა

თბილისის მერი ამბობს, რომ იმ კონქტრაქტორ კომპანიებს, რომლებიც შესაბამისად არ მუშაობენ ბოლო გაფრთხილებას აძლევს. საუბარია, გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე და ასევე კიკვიძის ბაღის სამუშაოებზე. კალაძე ამბობს, რომ კონტრაქტორ კომპანიებს სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით დარღვევები აქვთ და დროულად არ ასრულებენ სამუშაოებს.
ამავე თემაზე
- მერია: 22 ივნისს სკვერში მოზარდებმა დააზიანეს ატრაქციონი, დაშავდა 1 მოზარდი
- კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, დინამოს სტადიონის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება
- ქანიე უესთის კონცერტის გამო, მეტრო და ავტობუსები 13 ივნისის 02:00 საათამდე იმუშავებს
- 27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- კალაძე: კვლევები მიმდინარეობს მცხეთიდან დიდი დიღმისკენ ალტერნატიულ შემოსასვლელზე




