ჰაიტი

ჰაიტიში პარლამენტარმა დემონსტრანტების დასაშლელად გაისროლა, დაიჭრა ჟურნალისტი

AP

ჰაიტიში მმართველი პარტიის წარმომადგენელმა პარლამენტარმა ცეცხლსასროლი იარაღით ფოტოჟურნალისტი დაჭრა.

ჰაიტიში საკვებისა და საწვავის ნაკლებობის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პარლამენტთან ახლოს სენატორის, ჟან მარი რალფ ფეტიერის მანქანას გარს მომიტინგეები შემოერტყნენ და მანქანის კარის გაღებას ცდილობდნენ. ის მანქანიდან გადმოვიდა და მომიტინგეთა დასაშლელად იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა, რის შემდეგაც გზა გააგრძელა.

ტყვიის ფრაგმენტი სახეში, ყბის არეში Associated Press-ის ფოტოგრაფს მოხვდა. მას ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე კომენტარის გაკეთებისას სენატორმა თქვა, რომ თავს იცავდა.

ჰაიტისა და აშშ-ის ენერგოკომპანიას შორის დავამ კუნძულზე ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა და საწვავის ნაკლებობა გამოიწვია. ჰაიტი ამ დრომდე საწვავის მისაღებად ვვენესუელაზე იყო დამოკიდებული, თუმცა ქვეყანაში კრიზისის დაწყების შემდეგ მათ საერთაშორისო ბაზარზე გადართვა მოუხდათ, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.

კომენტარები