შეწყალების საქმე

ვოლსკი: თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება

თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა თქვას. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, რასაც სააკაშვილი ახდენდა, ნებისმიერ სტანდარტთან შეუსაბამოს, მათ შორის მკვლელების, მარგველაშვილი იგივე მიმართულებით, თუმცა როდესაც ჩვენ ამას ვაკრიტიკებდით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. ჩვენი ოპონენტების მიერ საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტებში, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი.

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტის შეწყალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს. ვოლსკის ამ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები