წიგნების მოპარვა

კაცმა უნივერსიტეტებიდან £80 000-ის ღირებულების წიგნები მოიპარა - მას 25 თვე მიუსაჯეს

BBC.co.uk

28 წლის დარენ ბარი, რომელმაც სამი უნივერსიტეტიდან 80 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი ღირებულების წიგნები მოიპარა, რათა შემდეგ ინტერნეტში გაეყიდა, 25 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

დარენ ბარმა ათასობით წიგნი ედინბურგის, ნაპიერის და Heriot-Watt-ის უნივერსიტეტებიდან მოიპარა. მოპარულ წიგნებს ბარი სხვადასხვა საიტებზე, ყალბი პროფილების მეშვეობით ყიდდა.

უნივერსიტეტებიდან მან წიგნები 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში წამოიღო.

პოლიციამ ქურდობის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც დარენ ბარმა ერთ-ერთი წიგნი ინტერნეტის საშუალებით იმ უნივერსიტეტის სტუდენტს მიყიდა, საიდანაც ეს წიგნი ჰქონდა მოპარული.

როდესაც შეკვეთილი წიგნი სტუდენტს მიუვიდა, ის მიხვდა რომ წიგნი მისი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ეკუთვნოდა და აღმოაჩინა რომ მას ყალბი ნიშანი ჰქონდა დარტყმული. სტუდენტმა წიგნი Webuybooks-ის მეშვეობით შეიძინა.

დარენ ბარის დაკავების შემდეგ, სამართალდამცველებმა მის მანქანასა და სახლში უნივერსიტეტების ძალიან ბევრი წიგნი აღმოაჩინეს. მოგვიანებით, პოლიციამ კამერების ჩანაწერებიც ნახა, სადაც ჩანს როგორ შედიოდა დარენ ბარი ზურგჩანთით ბიბლიოთეკებში, იქიდან წიგნები გამოქონდა და შემდეგ მანქანით მიქონდა.

კომენტარები