ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა აშშ-ის ღია პირველობა მოიგო. ამ გამარჯვებით ის დიდი სლემის თასს მეცხრმეტედ დაეუფლა.
ახლა ის ერთი ტიტულით ჩამორჩება რეკორდსმენ როჯერ ფედერერს.
9 სექტემბრის მატჩში ნადალმა რუსი დანიილ მედვედევი 5 სეტში 7/5; 6/3; 5/7; 4/6; 6/4 დაამარცხა.
გამარჯვებას ნადალი ემოციურად შეხვდა.