საქართველოს პარლამენტი

გახარია 20 ივნისზე: შეიძლება, გავრილოვის დღე იყო, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე

როდესაც შტურმს ეძახიან გავრილოვის ღამეს... შეიძლება, გავრილოვის დღე იყო, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე, და პოლიციამ ეს შენობა დაიცვა, სახელმწიფო ინსტიტუტები დაიცვა და ეს ქვეყანა დაიცვა.

სახელმწიფო გადატრიალებისგან? ეს ჩემი საქმე არ არის, ეს პროკურატურამ დაადგინოს, მაგრამ ფაქტი არის ერთი - ერთი პოლიტიკური ძალა ჩვენი მოქალაქეების მოწოდებით, ძალადობით, მათი შეცდომაში შეყვანით, მათი ორგანიზებული ჯგუფების სისტემური შეტევით და  შტურმით პარლამენტზე ცდილობდნენ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლას

პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები