კინო

ჯოკერი ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა

indiewire.com

2019 წლის ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ლომი ტოდ ფილიპსის ჯოკერმა მოიგო. ფესტივალი დღეს, 7 სექტემბერს დაიხურა. პრიზის გარეშე დარჩა ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, ხუაკინ ფენიქსი, საუკეთესო მამაკაცი მსაბიობის ნომინაციაში ლუკა მარინელიმ გაიმარჯვა, ჯეკ ლონდონის მარტინ იდენის ეკრანიზაციაში.

დიდი ჟიურის პრიზის მფლობელი რომან პოლანსკის ფილმი, ჯაშუში და ოფიცერი გახდა. ვერცხლის ლომი მოიგო, როი ანდერსონის ფილმმა, "უსასრულობის შესახებ. საუკეთესო ქალ მსახიობად არიანა ასკარიდი დასახელდა. 

ვენეციის კინოფესტივალი 1932 წელს დაარსდა. წინა წლებში მთავარი პრიზის ოქროს ლომი ლაურეატები იყო ისეთი ფილმები როგორებიცაა: ალფონსო კუარონის რომა, გილერმო დელ ტოროს წყლის ფორმა და სხვა.

რამდენიმე დღით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ჯოკერმა პრემიერაზე 8 წუთიანი აპლოდისმენტი დაიმსახურა.

კომენტარები