კარგია ჟენევის და კარასინ-აბაშიძის ფორმატი, ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით მხარს ვუჭერდით ამ ფორმატებს. მათ თავისი ფუნქცია გააჩნიათ და შინაარსი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ ჩავიკეტეთ ჩვენ ამ ორ ფორმატში, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ არ მოგვიტანს ჩვენ ოდნავ მაინც, პატარა მაინც წარმატებას და წინსვლას. რატომ? იმიტომ რომ დიდი ხანია, რომ ქვეყანა უნდა მოემზადოს უფრო სერიოზულ და ფართომასშტაბიან სამუშაოსთვის ამ საკითხში. ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, ზუსტად რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. პირდაპირი დიალოგი აფხაზეთთან და ოსეთთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე არ გამოვა. ეს არის მწარე რეალობა. ამაში კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ჩვენი ვიზიტების დროს მოსკოვში. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ ამაზე ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში, როგორ უნდა მოხდეს ეს, მომზადება უნდა დავიწყოთ დიდი ხანია, ჩვენ უკვე ვაგვიანებთ ძალიან
პატრიოტთა ალიანსი
მარშანია გახარიას: მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ მოსკოვში ვიზიტებზე, უკვე ვაგვიანებთ ძალიან
tbl.ge/3zmu
დაკოპირდა
პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარსანია. პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები გრძელდება. პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების წევრებთან იმართება.
ამავე თემაზე
- თარხან-მოურავი: გავაფრენ, მორიგი ტყუილები, მე ეგეთი თმა და ცხვირი მაქვს?
- ინაშვილი კალაძეს: უკრაინა ომში გითრევს, რით ვერ გაიგეთ, რომ ზელენსკი სააკაშვილის მეგობარია
- ინაშვილი ომზე: ზელენსკი პასუხისმგებელია უკრაინელი ხალხის წინაშე
- პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში შეხვედრებს მართავს
- ინაშვილი: არავითარ NATO-ში ჩვენ არ უნდა შევიდეთ, ეს არის უტოპია