ურბანული განვითარება

The Economist საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების სიას აქვეყნებს

www.lonelyplanet.com

ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა გამოაქვეყნა მისდამი დაქვემდებარებული ანალიტიკური კომპანიის, Economist Intelligence Unit-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მსოლფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების შესახებ.

ზედიზედ მეორე წელია, რაც პირველ ადგილზე ავსტრიის დედაქალაქი გავიდა. ინდექსში, რომელშიც მსოფლიოს 140 ქალაქის საცხოვრებელი პირობები იყო გაზომილი, წამყვან პოზიციებს მდიდარი ქვეყნების საშუალო ზომის ქალაქები იკავებენ. დიდ ქალაქები, როგორიცაა, მაგალითად, ლონდონი არ ნიუ-იორკი, მაღალ შეფასებას იმსახურებენ კულტურისა და გარემოს მხრივ, თუმცა დაბალი ქულები აქვთ დანაშაულისა და ინფრასტრუქტურის კატეგორიებში.

პირველ ათეულში წელს ყველაზე მეტად სინდეი დაწინაურდა მეხუთედან მესამე ადგილამდე და მელბურნს მიუახლოვდა. გასული ხუთი წლის მანძილზე, ყველაზე მეტად ჰანოი, აბიჯანი, კიევი და ბელგრადი დაწინაურდა.

მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქი საცხოვრებლად, Economist Intelligence Unit:

  1. ვენა, ავსტრია
  2. მელბურნი, ავსტრალია
  3. სიდნეი, ავსტრალია
  4. ოსაკა, იაპონია
  5. კალგარი, კანადა
  6. ვანკუვერი, კანადა
  7. ტოკიო, იაპონია
  8. ტორონტო, კანადა
  9. კოპენჰაგენი, დანია
  10. ადელაიდა, ავსტრალია

ნახეთ: მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქები The Economist-ის მიხედვით

კომენტარები