ჯასტინ ბიბერი

ჯასტინ ბიბერმა დეპრესიისა და მძიმე ნარკოტიკების მოხმარების შესახებ წერილი დაწერა

ჯასტინ ბიბერი
Vanity Fair

ჯასტინ ბიბერმა საკუთარ ინსტაგრამზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის დეპრესიასა და ნარკოტიკების მოხმარების გამოცდილებაზე წერს.

კანადელმა მომღერალმა საკმაოდ გრძელი წერილი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ გახდა "ყველაზე საძულველი პიროვნება მსოფლიოში".

"ძნელია ადგე დილით საწოლიდან კარგ მდგომარეობაში, როდესაც მთლიანად მოცული ხარ შენი ცხოვრებით, შენი წარსულით, შენი საქმით, პასუხისმგებლობებით, ემოციებით, ოჯახით, ფინანსებით, ურთიერთობებით. როდესაც იგრძნობა რომ ყოველი პრობლემის შემდეგ არის პრობლემა. არსებობს ციკლი - ყოველი იმედგაცრუების განცდის შემდეგ კვლავ იმედგაცრუება. ხანდახან ეს აღწევს იქამდე, რომ შენ უბრალოდ აღარ გინდა ცხოვრების გაგრძელება, გრძნობ რომ არაფერი შეიცვლება".

ჯასტინ ბიბერი 13 წლის იყო, როდესაც პროდუსერმა სკუტერ ბრაუნმა აღმოაჩინა და მომღერალი მალევე ძალიან პოპულარული გახდა.

"მე არ გავზრდილვარ სტაბილურ ოჯახში, ჩემი მშობლები გაშორებულები იყვნენ. ვიყავი უფულო, მაინც ახალგაზრდა და მეამბოხე კიდეც. როდესაც ჩემმა ნიჭმა პროგრესი განიცადა, ძალიან წარმატებული გავხდი და ეს მოხდა ორ წელიწადში. 13 წლის ბიჭი, პატარა ქალაქიდან, რომელსაც უკვე ყველგან ადიდებდნენ, მილიონობით ადამიანი მეუბნებოდა როგორ ვუყვარდი და როგორი დიდებული ვიყავი. ყველა ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის, ამიტომ მე არასდროს მისწავლია პასუხისმგებლობების საფუძვლები. ამიტომ, 18 წლის ასაკში მე ვიყავი უუნარო ნამდვილი ნამდვილი სამყაროსთვის, მილიონობით დოლარით და ყველგან წვდომით, სადაც მინდოდა. ეს ძალიან საშიში ვითარებაა ნებისმიერისთვის".

2014 წელს ჯასტინ ბიბერი რამდენჯერმე დააკავეს მანქანის არაფხიზლად მართვისთვის.

"19 წლის ასაკში ძალიან მძიმე ნარკოტიკების მოხმარება დავიწყე და ურთიერთობები ცუდად გამოვიყენე. მე გავხდი უპატივცემულო ქალების მიმართ და გაბრაზებული. ვიყავი განაწყენებული ყველა ადამიანზე, რომელსაც ვუყვარდი და ვიმალებოდი იმ ადამიანის ნაჭუჭის უკან, რომელიც გავხდი".

წერილის ბოლოს ჯასტინ ბიბერმა ქორწინებაზეც დაწერა და მას "საოცარი და გიჟური ახალი პასუხისმგებლობა უწოდა".

კომენტარები