სირცხვილია

3 სექტემბერს პარლამენტის დეპუტატებს სირცხვილის დერეფნებს მოუწყობენ

3 სექტემბერს, ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები პარლამენტარებს სირცხვილის დერეფნებს მოუწყობენ. დეპუტატებს, 11:00-ზე, პარლამენტის სამივე შესასვლელთან დახვდებიან.

"3 სექტემბერს, ზაფხულის არდადეგების მერე, პარლამენტი იწყებს მუშაობას. მოქალაქეებს არცერთი დღე არ დაგვისვენია ამ ზაფხულს.

მოქალაქეებმა ეს ზაფხული გავატარეთ: პარლამენტის წინ, ბიძინას ბიზნეს-ცენტრთან, საოკუპაციო ხაზთან, პროკურატურასთან, მედიასთან, სასამართლოსთან, სასამართლოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ციხეში და ქვეყნის სამსახურში.

დასვენებული პარლამენტარების დახვედრის ცერემონია გაიმართება 3 სექტემბერს, 11:00 საათზე. გელით ყველას პარლამენტის სამივე შესასვლელთან, სასტვენებით და ბანერებით.

შევახსენოთ ვისთვის და რისთვის უნდა მუშაობდნენ სინამდვილეში.

#სირცხვილია" - წერენ აქციის ორგანიზატორები.

პარლამენტთან მოქალაქეები 20 ივნისის შემდეგ ითხოვენ, გიორგი გახარიამ აიღოს პასუხისმგებლობა აქციის ძალადობრივ დაშლაზე და გადადგეს.

კომენტარები