უკრაინა

უკრაინაში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

PEP

კიევის აეროპორტში უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს. 66 წლის რაისა ბოგატირიოვას განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახელწიფო სახსრების მითვისებაში სდებენ ბრალს.    

ბოგატირიოვა კიევში მინსკიდან ჩაფრინდა. ის პოლიციას გადასცეს.

უკრაინის სასამართლომ 14 აგვისტოს პროკურატურას ბოგატირიოვას წინააღმდეგ საქმის დახურვა წინასწარი გამოძიების ვადის ამოწურვის მიზეზით დაავალა. თუმცა, პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. უკრაინული მედიის ცნობით, რაისა ბოგატირიოვას სახელი ძებნაში მყოფი პირების სიიდან არ ამოუღიათ. 

რაისა ბოგატირიოვა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი 2012-14 წლებში, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში იყო. მასზე ძებნა 2014 წლის ოქტომბრის თვეში გამოცხადდა. 

კომენტარები