ოკუპაცია

ოკუპანტებმა გატაცებული პირების ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს

პირველი არხი

დაახლოებით ერთი საათის წინ, ოკუპანტებმა გატაცებული საქართველოს მოქალაქეების ავტომანქანები ქართულ მხარეს გადასცეს.

საუბარია სამ მანქანაზე, რომლითაც გატაცებული პირები გადაადგილდებოდნენ.

"დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელთან ადმინისტრაციულ საზღვართან გადმოგვცეს უკანონოდ დაკავებული პირების კუთვნილი სამი ავტომანქანა. რაც შეეხება თვითონ დაკავებულ პირებს, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს და შესაბიმის ორგანოები, რათა უკანონოდ დაკავებული პირები რაც შეიძლება დროზე გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან და დროულად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს", - თქვა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კობა ცერცვაძემ.

ორი დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ჯამში საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. გუშინ, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 7 მოქალაქე გუშინ გაიტაცეს. ისინი სოფელ ახალუბანში ცხოვრობენ. დღეს კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს სოფელ არცევიდან. სუს-ის ინფორმაციით, ყველა მათგანი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

კომენტარები