ტერაქტი ქაბულში

ქაბულში ქორწილში მომხდარ ტერაქტს 63 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 182 დაშავდა

news.sky.com

ქაბულში ქორწილში მომხდარ ტერაქტს 63 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 182 დაშავდა.  ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავღანეთის შაინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.  დაშავებულებს შორის არიან ბავშვები და ქალები.

ქორწილს, სადაც აფეთქება მოხდა 1000-მდე სტუმარი ესწრებოდა.

„უკვე დაძინებას ვაპირებდით, როცა ძლიერი აფეთქების ხმა გავიგეთ.“ - უთხრა CNN-ს მოწმემ, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქორწილში, სცენასთან ახლოს აიფეთქა. 

კომენტარები