თალაკვაძის შეხვედრა მეთევზეებთან

პარლამენტის თავმჯდომარე ფოთში მეთევზეებს შეხვდა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ფოთში იმყოფებოდა და მეთევზეებს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი თევზჭერის სფეროში არსებულ პრობლემებს, შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციებს და იმ ოჯახებისმდგომარეობას შეეხო, ვინც თევზის რეწვითაა დაკავებული.

„ ვაგრძელებთ შეხვედრებს საზოგადოებასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვხვდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიცსოფლებში, ქალაქებში ყოველდღიური საზრუნავის გამო ვერ ახერხებენ პარლამენტში, მთავრობის ოფისებში მოვიდნენ ჩვენთან.ამიტომ, ჩვენ ჩავდივართ მათთან და ვესაუბრებით იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც მათთვის არის მნიშვნელოვანი. ვინიშნავთპრობლემებს და ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ინიციატივებზე და გადაწყვეტილებებზე. ეს ინფორმაცია გამოგვადგება 2020წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში”,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ადგილობრივი გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებიესწრებოდნენ.

კომენტარები