ტურიზმი საქართველოში

ეროვნული ბანკი: ივლისში შემოსავალი ტურიზმიდან 58 მილიონი დოლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში, შემოსავალი ტურიზმიდან 57,8 მილიონი დოლარით შემცირდა. 

სებ-ის წინასწარი მონაცემებით, თუ კი 2018 წლის ივლისში შემოსავალმა ტურიზმიდან 432,5 მილიონი დოლარი შეადგინა, იგივე მაჩვენებელი ერთი წლის შემდეგ, 374,7 მილიონი დოლარია.

დიდი ალბათობით, შემოსავლის შემცირება რუსეთთან ავიმომოსვლის შეჩერებამ და რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შემცირებამ გამოიწვია. ამის მიუხედავად ივლისში ტურისტული ნაკადი 1%-ით, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. 

მათ შორის, ტურისტული ნაკადი იმ ქვეყნებიდან გაიზარდა, რომელთა მოქალაქეებიც შედარებით მაღალი ხარჯვიანობით გამოირჩევიან. ივლისში საქართველოში 1,099,474 ტურისტი შემოვიდა. 

2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7,6%-ია

კომენტარები