ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.36%-ით შემცირებულია, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი 21.79%-ით გაზრდილი.
მიუხედავად კლებისა, ცალკეულ ქვეყნებს შორის, შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზე რჩება - გადმორიცხვების რაოდენობამ ივლისში 38.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი გზავნილების 25.22%-ია.
ევროკავშირიდან შემოსული გზავნილები 59.05 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი მოცულობის 38.21%-ია. ცალკეული წევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი გზავნილები იტალიიდან და საბერძნეთიდანაა შემოსული.