NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი

სოციალურ ქსელში მოსკოვის აქციების დარბევაში მონაწილე პოლიციელებს დასცინიან [გალერეა]

სამშაბათი, 6 აგვისტო, 2019 - 18:02
tbl.ge/3x60
დაკოპირდა

სოციალურ ქსელში მოსკოვის აქციების დარბევაში მონაწილე პოლიციელებს დასცინიან. 

რუსეთის პოლიციის სპეციალურმა დანაყოფმა OMON, იგივე სპეცრაზმმა მოსკოვში 27 ივლისისა და 3 აგვისტოს გამართულ აქციებზე, მომიტინგეები და უბრალოდ გამვლელებიც კი, ათასზე მეტი ადამიანი დააკავა. 

რუსულ სოციალურ ქსელში Telegram ერთერთი უცნობი ანგარიშიდან (FeeOmonBot) ფოტოშოპით დამუშავებული სატირული სურათები გავრცელდა.

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რათა ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი. 

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია. პოლიციამ 3 აგვისტოს აქციაც ძალადობრივად დაშალა. ODV-ის მონაცემებით 1002 პირი დააკავეს.

 

რუსეთიპოლიციასპეცრაზმიტელეგრამიაქცია მოსკოვშიპუტინი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
  • სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 15:18"არ მიხარია" – კადიროვი მომავალ არჩევნებში ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე კვლავ წარადგინეს
  • ორშაბათი, 6 ივლისი, 2026 - 22:43"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
  • ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:032007 წლის შემდეგ პირველად, რამზან კადიროვი პუტინის პარტიის საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა
  • სამშაბათი, 30 ივნისი, 2026 - 11:39რუსეთში დააკავეს ვეტერანი, რომელიც კრიტიკულ მიმართვებს წერდა და ამბოხებით იმუქრებოდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:32

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:23

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:08

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:19

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:09

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕