ტურიზმი

TBC RESEARCH: ივლისის ბოლო კვირაში ტურისტული ნაკადი ევროკავშირიდან 15%-ით გაიზარდა

georgicatravel.ge

ანალიტიკური ცენტრის TBC RESEARCH-ის ინფორმაციით, ივლისის მეოთხე კვირაში, ტურისტული ნაკადი ევროკავშირიდან 15 %-ით გაიზარდა. მიმდინარე თვის განმავლობაში ტურისტული ნაკადის მაჩვენებლები ევროკავშირის სახელმწიფოებიდან, ძირითადად, დადებითი დინამიკით გამოირჩეოდა.

ტურისტული ნაკადის ზრდა ევროკავშირიდან წინა თვეშიც ფიქსირდებოდა. 2018 წლის ივნისთან შედარებით, 2019 წლის ივნისში საქართველოში გაიზარდა ტურისტების რაოდენობა: გერმანიიდან—67%, დიდი ბრიტანეთიდან — 35%, პოლონეთიდან — 71%, ესპანეთიდან — 5,9%. 

ევროკავშირის სახელმწიფოებიდან სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით ყველაზე ხარჯვიანობით გამოირჩევიან:

  • გერმანია — 2046 ლარი ;
  • პოლონეთი — 2183 ლარი ;
  • დიდი ბრიტანეთი — 3189 ლარი ;
  • ესპანეთი — 2541 ლარი.

ეს მაჩვენებლების თითქმის ორჯერ აღემატება, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების საშუალო დანახარჯს. მაგალითად, რუსი ტურისტის საშუალო დანახარჯი ვიზიტზე 1253 ლარია, კიდევ უფრო ნაკლებია სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების საშუალო დანახარჯი.

კომენტარები