უსაფრთხოების წესის დარღვევა

ყვარელში, სახლის დემონტაჟისას ჩამონგრეულ კედელში მუშა მოყვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ყვარელში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ნანგრევების ქვეშ მუშა მოყვა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი მუშა ამოიყვანეს. მამაკაცის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები