The Lord of The Rings

ბეჭდების მბრძანებლის სერიალში ლეგოლასის როლს ორლანდო ბლუმი არ შეასრულებს

ლეგოლასი

ბეჭდების მბრძანებლის სერიალთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი.

გასულ კვირას გავიგეთ, როგორ იქნება დაკომპლექტებული სერიალის მთავარი სცენარისტების გუნდი - მთავარი სცენარისტები JD Payne და Patrick Mckay იქნებიან, მათთან ერთად სცენარზე ასევე იმუშავებენ Gennifer Hutchison (Better Call Saul-ის და Breaking Bad-ის სცენარისტი) და Helen Shang (Hannibal-ის სცენარისტი). გარდა ამისა გუნდში ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც ისეთ მასშტაბურ სერიალებზე უმუშავია, როგორებიც არის Game of Thrones, The Sopranos და ა.შ.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, რომელი მსახიობები არიან არჩეულები როლებისთვის, ამის შესახებ ამაზონს არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიაში, ლეგოლასის როლის შემსრულებელმა ორლანდო ბლუმმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, საეჭვოა მისი ლეგოლასად დაბრუნება.

"ვისურვებდი, რომ საკუთარ თავზე როგორც უბერებელზე ისე ვფიქრობდე, მაგრამ არ ვიცი სად არის ჩემი ადგილი ბეჭდების მბრძანებლის სამყაროში. თუ თქვენ საუბრობთ ლეგოლასზე, მათ უკვე ეყოლებათ ნაპოვნი 19 წლის ადამიანი, რომელიც მზად არის როლი შეასრულოს", - თქვა ორლანდო ბლუმმა.

ბეჭდების მბრძანებლის სერიალს ამაზონი იღებს და მისი ბიუჯეტი ერთი მილიარდი დოლარით არის განსაზღვრული. სერიალი შუა მიწეთის მეორე ერის პერიოდიდან დაიწყება. ამასთან ერთად, გავრცელებულ ინფორმაციით სერიალში მოთხრობილი იქნება ახალგაზრდა არაგორნის ისტორიებიც, რომელიც შუა მიწეთის მესამე ერაში დაიბადა.

სერიალში სულ მცირე ხუთი სეზონი იქნება.

კომენტარები