Fortnite

16 წლის ამერიკელმა ონლაინ თამაშ Fortnite-ის მსოფლიო ჩემპიონატში 3 მილიონი დოლარი მოიგო

EPIC GAMES

16 წლის ამერიკელმა კაილი გიერსდორფმა რეკორდული თანხა - 3 მილიონი დოლარი მოიგო და ონლაინ ვიდეო თამაშ Fortnite-ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონატმა ჯამში 30 მილიონი დოლარი გასცა და ჯერჯერობით ეს Esports-ის ჩემპიონატებს შორის უმაღლესი თანხაა, მანამ, სანამ აგვისტოში DOTA 2-ის შეჯიბრი გაიმართება.

მეორე ადგილზე გავიდა ჯეიდენ აშნენი, 15 წლის ბრიტანელი. მან 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიგო.

14 წლის ბრიტანელ კაილი ჯექსონს, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა, 375 000 დოლარი გადასცეს.

Fortnite-ისმსოფლიო ჩემპიონატის ფინალი პარასკევს, 26 ივლისს დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატი ნიუ იორკში, Arthur Ashe-ის სტადიონზე, Flushing Meadows-ს პარკში გაიმართა.

Fortnite-ის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 10 კვირას გრძელდებოდა, სულ 40 მილიონი მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. ფინალში მათგან მხოლოდ 10 მოხვდა.

ყველა ფინალისტმა, მინიმუმ, 50 000 დოლარი მიიღო.

Fortnite ონლაინ ვიდეო თამაშია, რომელიც 2017 წელსაა გამოშვებული და მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. თამაშის დეველოპერი Epic Games-ია. თამაშს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის Gamers' Choice Awards 2018 წელს და Webby Awards 2019 წელს.

კომენტარები