ხაზარაძე/ჯაფარიძის ბრალი

ჩუგოშვილი: ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და არა რომელიმე გვარებისთვის

არ მგონია, რომ სწორია, ასე დაყენება საკითხის, რომ თუკი ხელშეუხებლობა არ ექნებათ გარკვეულ პირებს, მაშინ საფრთხის ქვეშ დგება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. მე უბრალოდ ამის გაზიარება მიჭირს, იმიტომ რომ, ეს ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი პროექტი და არა რომელიმე გვარებისთვის. დანაშაული თუ დაადგინა პროკურატურამ და თუ ეს დაადგინა მაღალი სტანდარტით და არ დარჩა არანაირი ეჭვი, ვერანაირი საქმიანობა კონკრეტული პირის, ვინც არ უნდა იყოს, ვერ გახდება იმუნიტეტის მიმნიჭებელი ვერავისთვის.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წაყენების შესახებ და ანაკლიის პორტის პროექტზე.

კომენტარები