ფრენები რუსეთიდან

კაპანაძე: ბიუჯეტიდან რუსეთისკენ ფრენების დაფინანსება მორიგი ნაბიჯია, რომ რუსეთს ასიამოვნონ

ეს არის პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის ხალხთან ანგარიშვალდებული, ის არ მოქმედებს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა ივანიშვილის ხუშტური შეასრულოს და როგორც ჩანს, არის მორიგი ნაბიჯი გადადგმული რომ ასიამოვნონ რუსეთს, ამიტომ ნელ-ნელა მეთოდურად ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ სახლში.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე რუსეთიდან და პირიქით ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევროს გამოყოფაზე, რუსთავი ორის ეთერში. საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, საქართველოდან ერევნის გავლით რუსეთის მიმართულებით და პირიქით განხორციელებული ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევრომდე გამოიყოფა.

კომენტარები