NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჩარლზ მენსონი

სახლი, სადაც ჩარლზ მენსონის მიმდევრებმა ორი ადამიანი მოკლეს, $1.98 მილიონად იყიდება

ოთხშაბათი, 24 ივლისი, 2019 - 12:08
tbl.ge/3vsw
დაკოპირდა

სახლი, სადაც ამერიკული სერიული მკვლელის ჩარლზ მენსონის მიმდევრებმა მენსონის ბრძანებით მეპატრონეები ლენო და როუზმერი ლაბიანკები მოკლეს, 1.98 მილიონ დოლარად იყიდება.

მეპატრონეები მენსონის მიმდევრებმა 1969 წელს რომან პოლანსკისა და შარონ ტეიტის მკვლელობიდან მეორე დღეს მოკლეს.

Washington Post-ის ცნობით, სახლს ორი საძინებელი, 1.5 აბაზანა აქვს და საცურაო აუზი აქვს. სახლი უკვე ორი კვირაა იყიდება და ეს ფაქტი კვენტინ ტარანტინოს ჩარლზ მენსონზე გადაღებული ფილმის გამოსვლას ემთხვევა. უკანასკნელად ლაბიანკების სახლი 1998 წელს იყიდებოდა.

უძრავი ქონების აგენტის თქმით, მიუხედავად ამ სახლში მომხდარი ფაქტებისა, ხალხს მისი ყიდვა მაინც აინტერესებს და ამის მსურველიც ბევრია.

ჩარლზ მენსონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი იყო.

1960-იან წლებში ჩარლზ მენსონის მიმდევრებმა ჩამოაყალიბეს "მენსონის ოჯახი" და 9 ადამიანი მოკლეს, მათ შორის იყო ყველაზე გახმაურებული "ტეიტ-ლაბიანკების" საქმე, როდესაც კალიფორნიაში, ორ ღამეში მიმდევრებმა 7 ადამიანი მოკლეს.

რომან პოლანსკის ორსული ცოლი, შერონ ტეიტი, მენსონის ერთ-ერთმა ახალგაზრდა მიმდევარმა საკუთარ სახლში მოკლა და მისი სისხლით სახლის კარს "ღორი" დააწერა. იმავე დღეს ტეიტის სახლში 4 ადამიანი მოკლეს. შემთხვევის შემდეგ დღეს, ლოს ანჯელესში, "მენსონის ოჯახის" წევრებმა მოკლეს ლენო და როუზმერი ლაბიანკები.

თავად ჩარლზ მენსონი ამ შემთხვევებში არ მონაწილეობდა, მაგრამ იგი დამნაშავედ ცნეს მისი მიმდევრებისთვის მკვლელობის ბრძანებების გაცემის გამო. 1971 წელს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

სანამ მენსონის სასიკვდილო განაჩენს შეასრულებდნენ, კალიფორნიის შტატში სიკვდილით დასჯა აიკრძალა, რის გამოც მას სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. ციხეში გატარებული ათწლეულების მანძილზე, მენსონმა შეწყალება 12-ჯერ უშედეგოდ მოითხოვა. საბოლოოდ, ის 83 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ჩარზ მენსონისახლიგაყიდვამკვლელობასერიული მკვლელიმიმდევრებიჩარლზ მენსონი

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 12 ივლისი, 2023 - 14:30ჩარლზ მენსონის კულტის ყოფილი წევრი 53-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:52

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:25

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
4რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕