LGBT

სანქტ-პეტერბურგში LGBTQ აქტივისტი მოკლეს

21 ივლისს სანქტ-პეტერბურგში ჰეტეროსექსუალი და ლგბტ ადამიანების თანასწორობისთვის ალიანსის წევრი, ელენა გრიგორიევა მოკლეს.  

როგორც აქტივისტი დინარ იდრისოვი სოციალურ ქსელში წერს, გრიგორიევას შეტყობინებებში სიკვდილით ემუქრებოდნენ, მასზე ბოლო დროს ფიზიკურადაც იძალადეს. გარდაცვლილმა და მისმა ადვოკატმა, დინარ იდრისოვის თქმით, ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს, თუმცა, მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოდან "შესამჩნევი რეაქცია" არ წამოსულა.  

პოლიციამ საქმე გვამის აღმოჩენიდან მალევე გახსნა, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, გამოიძიებენ თუ არა მკვლელობას, როგორც სიძულვილის დანაშაულს.  

კომენტარები