LGBT

ანტი ლგბტ პოლიტიკოსმა, სამსახურში მამაკაცთან სექსის გამო, თანამდებობა დატოვა

twitter.com/wesleygoodman

ოჰაიოს შტატის კანონმდებელმა, რომელიც ქრისტიანული რწმენითა და ანტი ლგბტ შეხედულებებით გამოირჩეოდა, სამსახურში მამაკაცთან სექსის გამო, თანამდებობა დატოვა.

უეს გუდმენმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც სახელმწიფო  სამსახურში ცნობილი გახდა მისი ქმედებების შესახებ.

“ეს არის სიმართლე და მე გულწრფელად ვწუხვარ, ამის გამო. მათ ვისაც იმედები გავუცრუე, პატიება მინდა ვთხოვო, რადგან ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. გულითადად გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემი, ჩემი ოჯახისა და მეგობრების პირად ცხოვრებას", - თქვა მან.

უეს გუდმენი, რომელიც ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელ კანონმდებელს  წარმოადგენს, დაქორწინებულია ქალბატონზე, რომელიც  აბორტის მოწინააღმდეგეთა მოძრაობის წევრია.

33 წლის გუდმენის თქმით, ბუნებრივ ქორწინებად ქალისა და მამაკაცის ქორწინება ითვლება."ჯანსაღი, ძლიერი, წარმატებული, ფასეულობებზე ორიენტირებული ოჯახი ოჰაიოს საამაყო ისტორიის წყარო და ოჰაიოს მომავალი სიდიადეა", - ნათქვამია მისი კამპანიის ვებ-გვერდზე.

გუდმენმა, რომლის Twitter  დახურულია და Facebook გვერდი კი უკვე გაუქმებული, თავისი შეხედულებები  ე.წ. ოჯახური ფასეულობების მიმართ 2013 წელსაც გამოხატა.

"რწმენა, ოჯახი, სამსახური, მმართველობა, ძლიერი განათლება და ინვესტიცია ჩვენი ადგილობრივი საზოგადოების  ღირებულებაა. მე და ჩემი ცოლი, ბეთანი  ვაფასებთ მსგავს ღირებულებებს და მზად ვართ, გემსახუროთ ", - განცხადა მან.

უეს გუდმენი  ოჰაიოს შტატის  87-ე რაიონის წარმომადგენლად გასულ წელს აირჩიეს. მანამდე იგი აშშ-ს წარმომადგენლის  ჯიმ იორდანიის თანაშემწედ მუშაობდა, რომელიც უკიდურესად კონსერვატორი და ანტი-ლგბტ რესპუბლიკელია.

კომენტარები