NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი

მოსკოვში ათასობით მომიტინგე არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებას ითხოვს

შაბათი, 20 ივლისი, 2019 - 17:34
adagamov
tbl.ge/3vhn
დაკოპირდა
Lucian Kim / Twitter
adagamov
adagamov
adagamov
TVRAIN
Belsat
adagamov
adagamov

მოსკოვში ათასობით მომიტინგე აქციაზე "დაუშვი" ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებასა და თავისუფალ, სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ითხოვს. 

მომიტინგეები მოსკოვის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას - ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის მოსკოვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებაზე უარის თქმას აპროტესტებენ.

ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ გამოვიდნენ ქუჩაში და მხარი დაუჭირონ ისეთ ოპოზიციონერ კანდიდატებს, როგორებიც არიან ილია იაშინი, ლუბოვ სობოლი, დმიტრი გუდკოვი. 

White Counter Project-ის ინფორმაციით ადგილობრივი დროით დღის 3:30 საათზე აქციას 20 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. 

მოსკოვში ოპოზიციონერი კანდიდატების დისკვალიფიკაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეშვიდე დღეა იმართება. 

კანდიდატებს, რომლებსაც სექტემბერში ჩანიშნულ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ 6 ივლისის ჩათვლით 4 500 ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ. ხელმოწერების შესაგროვებლად ისინი რამდენიმე კვირა კამპანიას აწარმოებდნენ. საარჩევნო კომისიაში მიტანილ ხელმოწერებზე კი მათ განუცხადეს, რომ ხელმოწერათა დიდი ნაწილი არავალიდური იყო - სახელები, მისამართები, პასპორტის დეტალები არასწორი იყო. 

14 ივლისს პოლიციამ ძალადობრივად დაარბია მომიტინგეები, რომლებიც კანდიდატებთან კომისიის ხელმძღვანელის გორბუნოვის პირადად შეხვედრას ითხოვდნენ. მოსკოვის საარჩევნო კომისიასთან პოლიციამ 25 მომიტინგე დააკავა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა და ოპოზიციის კანდიდატებმა მხარდამჭერებს მჯდომარე პროტესტის დაწყებისკენ მოუწოდეს.

რუსეთიდაუშვიაქცია მოსკოვშიმოსკოვის არჩევნებიპუტინი

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 22:03რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა
  • ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026 - 13:08პეტერბურგში დააკავეს ილია ტრაბერი – ბიზნესმენი, რომელსაც პუტინის მეგობარს უწოდებდნენ
  • პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 16:19რუსეთი ამბობს, რომ აშშ ტაილანდში რუსებზე "ნადირობს"
  • ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026 - 00:15დაღესტანში "გაზპრომის" გაზსადენის მონაკვეთი აფეთქდა, გაჩნდა დიდი ხანძარი
  • სამშაბათი, 9 ივნისი, 2026 - 11:07მედია: რუსეთში დეველოპერებისთვის სამთავრობო VPN პროგრამის შექმნას განიხილავენ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 19:36

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 18:26

საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას (რ)

პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 17:58

პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება

"სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 17:37

"სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში