რუსთავი 2-ის საქმე

პაატა სალია რუსთავი 2-ის თანამშრომლებს ხვდება

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ახლად დანიშნული დირექტორი, პაატა სალია არხის ფინანსურ დირექტორს შეხვდა. 

როგორც თავად, მას არხის ფინანსური მდგომარეობა აინტერესებს. 

ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორის, ირაკლი ნიჟარაძის თქმით, პაატა სალიას საშუალება მიეცემა, ამ ინფორმაციას გაეცნოს. 

"მე მას უბრალოდ ვუთხარი, იმ კორპორატიული კულტურის შესახებ,რომელიც ამ კომპანიაშია და თითოეული თანამშრომელი გრძნობს. მას აინტერესებს არხის ფინანსური მდგომარეობა და დროთა განმავლობაში გაეცნობა. ეს ინფორმაცია მისთვის იქნება ხელმისაწვდომი", - თქვა ირაკლი ნიჟარაძემ. 

პაატა სალია ასევე შეხვდა რუსთავი 2-ის თანამშრომლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ასევე გეგმავს შეხვდეს ყველა თანამშრომელს და ხელმძღვანელ პირს. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები