NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აქციები ჰონგ-კონგში

ათასობით ასაკოვანმა ჰონგ-კონგელმა ახალგაზრდა მომიტინგეთა მხარდასაჭერად მსვლელობა გამართა

ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2019 - 19:00
May James
tbl.ge/3va1
დაკოპირდა
May James
May James

17 ივლისს ჰონგ-კონგში ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მომიტინგეთა მხარდასაჭერად ქუჩაში 9 000-მდე ასაკოვანმა ჰონგ-კონგელმა მსვლელობა გამართა. 

"ექსტრადიციის კანონპროექტთან ბრძოლაში ჩვენ მამაც ახალგაზრდებს ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, რეზინის ტყვიები, ძალადობრივი დაპატიმრებები, მძიმე სასჯელი შეხვდათ. ჩვენ ვამაყობთ მათი - მათი გადაწყვეტილებით, მობილიზაციითა და ტაქტიკით, გუნდური მუშაობითა და თვითორგანიზებით," - განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ ფო-ჰაიმ. 

"კერი ლამ, გადადექი!"; "მომიტინგეები არ არიან მეამბოხეები, ეს რეჟიმია ტირანული" - მსვლელობა მეტწილად ჩუმი უნდა ყოფილიყო, თუმცა ასაკოვანი მომიტინგეები აღნიშნულ მოწოდებებს გაიძახდნენ.

მსვლელობის დასასრულს მომიტინგეებმა მთავრობის შენობასთან მათი მოთხოვნები ფურცლებზე დაწერეს და იქვე კედელთან მიაბეს. 

შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

ჰონგ-კონგიჩინეთიკერი ლამიაქცია ჰონგ-კონგშიაქციები ჰონგ-კონგში

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 11 მაისი, 2020 - 12:42ჰონგ-კონგში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ აქციები განახლდა, დააკავეს 200-ზე მეტი ადამიანი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:18

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! BOG პარალიმპიური ნაკრების სპონსორია (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 18:54

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! BOG პარალიმპიური ნაკრების სპონსორია (რ)

მტრულ ძალად და სახელმწიფოდ მიაჩნიათ აშშ - ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 18:23

მტრულ ძალად და სახელმწიფოდ მიაჩნიათ აშშ - ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
5NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕