არჩევნები 2020

ივანიშვილი კოალიციურ მთავრობაზე: ენმ-ის გარდა, ჩვენ ალბათ ყველასთან ვითანამშრომლებთ

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ქართული ოცნების ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020-ის არჩევნებზე პარტია უმრავლესობით მოვიდეს. 

მისი თქმით, პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან გულისხმობს იმის ალბათობას, რომ ერთმა პარტიამ და მათ შორის ქართულმა ოცნებამ გადალახოს 50%-იანი ბარიერი, იქნება რთული, თუმცა შესაძლებელი, მაგრამ არა აუცილებელი.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კოალიციური მთავრობის შექმნა, ივანიშვილი პასუხობს, რომ ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის გარდა, ალბათ ყველა პარტიასთან ითანამშრომლებს. 

"ის რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას. დროულობაზე რაც შეეხება, ჩვენ ეს მივიღეთ თითქმის მოულოდნელად, თუმცა 2024 წლისთვის უნდა ყოფილიყო. ამის მიზეზიც მე კარგად ავხსენი ჩემს განცხადებაში რომ მზაობა იგრძნობა ახალგაზრდების მხრიდან, მათ აქვთ სურვილი ჩართულობის. მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხიმგებლობა იყოს, გაინაწილოს და გაიზიაროს, თუმცა მე არ გამოვრიცხავ რომ ჩვენ შეიძლება უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს და თუ არა და ამისი ალბათობა არსებობს, ნაციონალური მოძრაობის გარდა ჩვენ ალბათ ვითანამშრომლებთ ყველასთან. კონკრეტიკა ვისთან და როგორ 2020-ში გამოიკვეთება",- ამბობს ბიძინა ივანიშვილი. 

კომენტარები