უბედური შემთხვევა

თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

flickr

თბილისში, ისნის რაიონში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები