მე ვფიქრობ, რომ საპროტესტო აქციები თავდაპირველად სპონტანური იყო, იმ მომენტამდე, სანამ პოლიტიზირებული გახდებოდა. ეს პოლიტიზირება ამჟამადაც გრძელდება. ჩემი აზრით, მიზეზი [რუსეთთან] კონფლიქტის ღია ჭრილობებია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელმაც ჩვენი და ჩვენი ევროპელი პარტნიორების ღრმა შეშფოთება უნდა გამოიწვიოს.
ზურაბიშვილი: აქციები სპონტანური იყო, სანამ პოლიტიზირებული გახდებოდა, ახლაც პოლიტიზირებულია





