საბურთალოს

"საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი მოიგო (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" ტირასპოლის "შერიფს" ესტუმრა. თბილისურმა გუნდმა მეტოქეს მისსავე მოედანზე 3 უპასუხო გოლი  გაუტანა და საპასუხო მატჩის წინ, დიდი უპირატესობა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ასპარეზობს და ეს თბილისური გუნდის სადებიუტო მატჩი იყო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი "შერიფთან" განმეორებით მატჩს 16 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

კომენტარები